Thursday, January 10, 2019

Tuesday, December 11, 2018

კლასიკური ნამცხვარი ვიქტორია

კლასიკური ნამცხვარი ვიქტორია

გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. წაუსვით კარაქი ორ 20 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ლანგარს და დააფინეთ უკრობი პერგამენტი (კალკა). დიდ თასში ერთად თქვიფეთ ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი: 200 გრ. შაქარი, 200 გრ. დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და რძე გლუვი და რბილი ცომის მიღებამდე.
2
გაყავით ნარევი და დაასხით ორივე ლანგარზე, ზედაპირი კოვზით მოასწორეთ, შემდეგ აცხვეთ დაახლოებით 20 წუთით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე (თითით რომ დააწვებით, პირვანდელ ფორმას უნდა იბრუნდებდეს). გადმოაბრუნეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.
3
გულის გასაკეთებლად, თქვიფეთ კარაქი, სანამ კრემს არ დაემსგავსება, შემდეგ თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრა, ასევე სურვილისამებრ ვანილის ექსტრაქტიც. წაუსვით კარაქის კრემი ზემოდან ერთ ფენას, შემდეგ გადაუსვით ზემოდან მაღალი ხარისხის მარწყვის ან სასურველი ხილის ჯემი და დაადეთ სენდვიჩის მეორე ფენა. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი “ვიქტორია” შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მიირთვით 2 დღის განმავლობაში.

ბაქლავის მომზადების წესი

მომზადების წესი:
თადაპირველად ვამზადებთ ცომს.
ფქვილში ასრისეთ 300 გ კარაქი. დაუმატეთ 3 კვერცხის გული, არაჯანი და სოდა. მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 საათი. შემდეგ გამოიღეთ და გაყავით 3 გუნდად.მოამზადეთ გულსართი:
გაატარეთ ნიგოზი, ოღონდ ძალიან წმინდად არა. 4 კვერცხის ცილითა და შაქრით გააკეთეთ ბეზე. შეურიეთ გატარებული ნიგოზი. ცომის თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თხლად ლითონის ფირფიტის ზომაზე, გადაიტანეთ პირველი ფენა მასზე და გაანაწილეთ ბეზეში არეული ნიგოზი. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, ოდნავ პატარა ზომაზე, ვიდრე პირველი. დააფინეთ ბეზეს ზემოდან და მასზეც გაანაწილეთ დარჩენილი გულსართი. გააბრყელეთ ცომის მესამე გუნდა და დააფინეთ ბოლო ფენა. დასერეთ ფახლავა რომბების ფორმებად ბოლო ფენამდე. წაუსვით ემოდან კვერცხის გული და დაალაგეთ ნიგვზის ლებნები. აცხვეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი. გამოცხობამდე 5-10 წუთით ადრე, გამოიღეთ, მოასხით გამდნარი თაფლისა და 50 გ კარაქის ნარევი. შედგით კვლავ ღუმელში და დაასრულეთ ცხობა.
როცა ბოლომდე გაცივდება, დაჭერით რომბები ბოლომდე.